სვიანი

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით. 

„სვიანი" - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი. ლუდი „სვიანი“-ც ჩავიფიქრეთ როგორც ბედნიერების სასმელი: სასიამოვნო, მსუბუქი გემო და არომატი რომლის შეგრძნებაც სიცოცხლით ტკბობას გვგვრის, ეს ერთგვარი მედიტაციასავითაა. მიირთვით ლუდი „სვიანი“ მეგობრებთან ერთად ან მარტოობის ჟამს და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს ადამიანი იყო ღმრთისაგან სვიანი“ - აცხადებს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე.

შემადგენლობა:
წყალი, ალაო, სვია.
საწყისი ექსტრაქტი 10.4 %
ალკ. მოც წილი 4,5% მოც. 1ლ.
ენერგეტიკული ღირებულება 37კკალ/100გრ