დიეტური ლიმონათი

დიეტური ლიმონათი მსხალი
დიეტური ლიმონათი ტარხუნა
დიეტური ლიმონათი საფერავი

გამოსვლის დღიდან ზედაზენის ლიმონათმა ბევრის გული მოიგო. მაგრამ სამწუხაროდ იყვნენ ადამიანები, რომელთათვისაც ზედაზენის ლიმონათის დაგემოვნება ფაქტიურად აკრძალული იყო.  მაგალითად დიაბეტის მქონეთათვის ან მათთვის ვინც ცდილობს გამორიცხოს შაქარი საკუთარი საკვები რაციონიდან. სწორედ ამ კატეგორიისთვის, განსაკუთრებით კი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის - ჩვენ შევქმენით დიეტური ლიმონათები, რომლებიც ფაქტიურად ისეთივე გემრიელი და მაღალხარისხიანი როგორც ზედაზენის ყველა სხვა პროდუქტი. დიეტური ლიმონათი ზედაზენი მოიცავს 3 გემოს: მსხალი, ტარხუნა და საფერავი. შაქრის შემცველობა მათში 0%-ია. შესაბამისად დიეტური ლიმონათი ზედაზენი უსაფრთხოა წონის მომატების კუთხით.  გარდა ამისა, დიეტური „ზედაზენი“ ასევე რეკომენდირებულია დიაბეტიანი ადამიანებისათვის. წამყვანი ქართველი ენდოკრინოლოგები ადასტურებენ რომ ეს ლიმონათები აბსოლუტურად უსაფრთხოა მათთვის.