კიონიგ პილსნერი

ლუდ "König Pilsener"-ის ჩამოსხმა დაიწყო 1858 წელს თეოდორ კიონიგმა გერმანიის ქალაქ დუისბურგში მის მიერ დაარსებულ ლუდსახარშში. იმ დროისათვის გერმანიაში პილსნერის ტიპის ლუდებთან შედარებით უფრო პოპულარული ე.წ. ზედა ფერმენტაციის ლუდები იყო. მიუხედავად ამისა, თეოდორ კიონიგმა მაინც გარისკა König Pilsener-ის წარმოების დაწყება. ახალი ლუდმა სწრაფად დაიწყო პოპულარობის მოხვეჭა: ჯერ ადგილობრივად შემდეგ კი მთელს გერმანიაში. ასე დაიწყო ფაქტიურად ახალი ერა გერმანიის ლუდის წარმოების ისტორიაში.

"König Pilsener" იწარმოება 1516 წლის ლუდის სიწყმინდის ცნობილი გერმანული კანონის შესაბამისად. უდიდესი ყურადღება ეთმობა გამოყენებული ნედლეულის ხარისხს და ტექნოლოგიური პროცედურების დაცვის სიზუსტეს. უკვე ერთანხევარ საუკუნეზეა მეტია რაც ლუდი "König Pilsener" რჩება გერმანული პრემიალური ხარისხის ეტალონად. გერმნაიის გარდა ეს ლუდი კარგადაა ცნობილი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვ.

2004 წლიდან "König Pilsener" გახდა გერმანული ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერის Bitburger Braugruppe-ს ნაწილი და პრემიუმ ფლაგმანი. ხოლო 2013 წლის გაზაფხულიდან, პირველად "König Pilsener"-ის ისტორიაში დაიწყო მისი წარმოება ქალაქ დუისგურგის გარეთ - აქ, საგურამოში, ლუდსახარში "ზედაზენი"-ს მიერ. ეს ქართული ლუდის ინდუსტრიისათვისაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა ასეთი დონის საერთაშორისო ლუდის ბრენდის ლიცენზირება ქართული კომპანიისათვის. რა თქმა უნდა გერმანული მხარე მკაცრად აკონტროლებს მისი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ადარებს მას დუისბურგში წარმოებულ ლუდს. სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ ხშირი შემთხვევა როდესაც გერმანელი დეგუსტატორების შეფასება ლუდისა "König Pilsener" წარწერით MADE IN GEORGIA უფრო მაღალია ვიდრე გერმანიაში წარმოებული "König Pilsener". ზედაზენიში წარმოებული "König Pilsener"-ით მარაგდება არამარტო საქართველო, არამედ რამდენიმე ახლომდებარე ქვეყნის ბაზრებიც.

 

შემადგენლობა:
წყალი, ალაო, სვია,
საწყისი ექსტრაქტი: 11.3%, ალკ.
მოც. წილი 4.9%.
ენერგეტიკული ღირებულება: 42კკალ / 100გრ.