ვაილდერი

WILDER-ი პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელია. საუკეთესო ნედლეულით, ჩვენს საამაყო წყალზე, ლუდსახარშ „ზედაზენი"-ს უთანამედროვესი ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით, ევროპელ პროფესიონალებთან თანამშრომლობით შექმნილი რეცეპტით - მოვამზადეთ მსოფლიოს საუკეთესო ენერგეტიკულის სასმელების ქართული ანალოგი და ვუწოდეთ მას WILDER.

WILDER-ი შეიცავს ნატურალურ კოფეინს, რაც მას ყავისათვის დამახასიათებელ გამომაფხიზლებელ და მატონიზირებელ თვისებებს სძენს. ამასთან იგი გამდიდრებულია ვიტამინების კომპლექსით. WILDER-ი ასევე შეიცავს ტაურინს, რის შედეგადაც იგი ზრდის კონცენტრაციას და რეაქციის სიჩქარეს. WILDER-ი აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას. რეკომენდირებულია ძლიერი გონებრივი და/ან ფსიქიკური დატვირთვის დროს.