კომპანია

ისტორია
საწარმო
ხარისხი

საგურამოსთან, ზედაზენის მთის ძირას ჩვენ მივაკვლიეთ სასწაულებრივად კარგ წყალს და აქვე ავაგეთ ლუდსახარში "ზედაზენი" - ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა რომელიც შექმნიდა საამაყო ხარისხის პროდუქციას.

"ზედაზენი" ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი რიგით მესამე და ყველაზე სრულყოფილი ქარხანაა. იგი აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. მათ შორის, ჩამოსასხმელი ხაზები (მინის ბოთლი, პეტ-ბოთლი, ალუმინის ქილა, მეტალის კასრი) და უალკოჰოლო სასმელების საამქრო დამზადებულია გერმანული პირველი კლასის მწარმოებლის KHS-ის მიერ. არანაირი მეორადი აღჭურვილობა ან ჩინური ანალოგი, მხოლოდ აღიარებული ევროპელი მწარმოებლები. საწარმოო ცილის გასწრვრივ ნედლეული და პროდუქტი შეხებაში მოდის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის უჟანგავ ლითონთან. წარმოების ელექტრონული საზომ-მაკონტროლებელი სისტემა უზრუნველყოფს პროცესის სრულ დაცვას ადამიანური შეცდომებისგან. დასავლეთ ევროპაშიც კი ძალინ ცოტაა ასეთი სრულყოფილი საწარმო როგორიც ლუდსახარში "ზედაზენია"

ჩვენთან საწარმოო პროცესი ექვემდებარება ხარისხის მუდმივ და მკაცრ კონტროლს. ჩვენ ვილტვით სრულყოფილებისკენ, რათა გავხდეთ ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების №1 მწარმოებელი კავკასიის რეგიონში.